Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის სპეციალისტები მედიცინის ფაკულტეტზე

მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაია ბიწკინაშვილმა და მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ნინო ჩიხლაძემ, 2019-2021 წლებში გაიარეს ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE – Association for Medical Education in Europe) ოთხი თემატური ტრენინგ პროგრამა, რომელიც მოიცავდა სამედიცინო განათლების მოდერნიზაციისათვის აუცილებელი სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგიების დანერგვის საკითხებს. 

 

შესაბამისი გამოცდების წარმატებით დასრულების შემდეგ ასოცირებულმა პროფესორმა მაია ბიწკინაშვილმა და პროფესორმა ნინო ჩიხლაძემ  მოიპოვეს AMEE სპეციალისტის კვალიფიკაცია სამედიცინო განათლების დარგში.